ავტორი:

რა შემთხვევაში დათანხმდება უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს? - დავით არახამია პირობებს ასახელებს

რა შემთხვევაში დათანხმდება უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს? - დავით არახამია პირობებს ასახელებს

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარს უკრაინიდან გაიყვანს, გადაიხდის რეპარაციებს, ყველა ომის დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს.

არახამიას თქმით, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს, უკრაინული მხარე მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად და ამ შემთხვევაში იქნება მზად უსაფრთხოების გარანტიებზე სასაუბროდ.

ცნობისთვის, 3 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს დათანხმდება, "დასავლეთმა უნდა განიხილოს რუსეთისთვის გარანტიების მიცემა უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში."