ავტორი:

"დაღუპულების გამოსაყვანად შევედით, დაჭრილი გვყავს... დაგვცხეს, გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ" - ქართველი მებრძოლი ბახმუტიდან

"დაღუპულების გამოსაყვანად შევედით, დაჭრილი გვყავს... დაგვცხეს, გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ" - ქართველი მებრძოლი ბახმუტიდან

უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი ამბობს, რომ დაღუპულების გამოსაყვანად ქალაქ ბახმუტთან ბრძოლა კვლავ გრძელდება.

"ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ, ომი იყო. დაგვცხეს, გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ.

ქალაქი ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებით".- ამბობს ქუქჩიშვილი "მთავარ არხთან."

ცნობისთვის, 3 დეკემბერს ბახმუტის ფრონტზე ხუთი ქართველი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი, რომეო ფირჩხაია. არსებული ინფორმაციით, მათ "კადიროველების" ჯგუფი დაესხა თავს.