ავტორი:

"ჩვენ ვიბრძვით არა კიევთან, არამედ დასავლეთთან... არასოდეს დავბომბავთ კიევს, რადგან ჩვენი სალოცავებია იქ" - მარგარიტა სიმონიანი

"ჩვენ ვიბრძვით არა კიევთან, არამედ დასავლეთთან... არასოდეს დავბომბავთ კიევს, რადგან ჩვენი სალოცავებია იქ" - მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ რუსეთი კიევს აღარ დაბომბავს, რადგან ის უკვე "აღებულია" და ამასთანავე, იმის გამოც, რომ იქ მათი სალოცავებია. როგორც უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერს, სიმონიანი ბერლინს და ლონდონს ბირთვული დარტყმებით დაემუქრა.

"ეს ვერაფერს მოაგვარებს, რადგან პირველ კვირაში კიევი ავიღეთ ვართ (შეგახსენებთ, უკვე გოსტომელში ვიყავით) რეალურად ავიღეთ ის. მე ვიცნობ ჯარისკაცებს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ და რომლებიც შეშინებულნი იყვნენ იმით, რომ მათ გასვლა უბრძანეს. ჩვენ ვიბრძვით არა კიევთან, არამედ დასავლეთთან. არასოდეს დავბომბავთ კიევს, რადგან პირველი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი სალოცავები იქ არის“, - თქვა სიმონიანმა.