ინდონეზიაში მიწისძვრებს ვულკანის ამოფრქვევა მოჰყვა, რომლის აქტივობაც მე-4 დონით განისაზღვრა - სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ

ინდონეზიაში მიწისძვრებს ვულკანის ამოფრქვევა მოჰყვა, რომლის აქტივობაც მე-4 დონით განისაზღვრა - სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ

კვირას, ინდონეზიაში, სემერუს მთაზე ვულკანი ამოიფრქვა. ვულკანური ფერფლით დაიფარა გზები და სახლები, ამასთანავე, 2000-მდე მოსახლის ევაკუაცია გახდა საჭირო, - ამის თაობაზე ქვეყნის ხელისუფლება იტყობინება.

ინდონეზიის კატასტროფების მართვის სააგენტოს თქმით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ევაკუირებული ადამიანები კი თავშესაფრებში განათავსეს. აგრეთვე, რესპირატორული ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად, მოსახლეობას, 20 000-მდე სახის ნიღაბი გადაეცა.

სემერუს მთა იავას რეგიონში, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაშია. მან ამოფრქვევა ღამის 2:46 წუთზე დაიწყო. ინდონეზიის ვულკანოლოგიის და გეოლოგიური საფრთხის შემცირების ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვულკანური აქტივობის დონე მე-4 საგანგაშო დონემდეა გაზრდილი. მათ მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სემერუს მთის ვულკანური ცენტრისგან მინიმუმ 17 კილომეტრის მოშორებით გადაინაცვლონ.

სემერუს მთა რეგიონის ყველაზე მაღალი (3.676 მეტრის სიმაღლისაა) და ამავდროულად, ყველაზე აქტიური ვულკანია. ის შარშანაც ამოიფრქვა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი გადასახლდა. შარშანდლისგან განსხვავებით, გეოლოგები წელს ვულკანის კიდევ უფრო ძლიერ ამოფრქვევას ელიან.

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას წინ მიწისძვრების სერია უსწრებდა, რომელსაც გასულ თვეში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა