ავტორი:

"კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს" - მედია

"კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს" - მედია

ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მთავარ კრიტიკოსს უწოდებენ, შვედეთში მოკლეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები "ტელეგრამის“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"ტელეგრამის“ არხი 1ADAT წერს, რომ ტუმსო ღამით მოკლეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცსამსახურებმა ტუმსო აბდურახმანოვის ძმა გადამალეს.

"რადიო თავისუფლება“ თავის მხრივ იუწყება, რომ ბლოგერი 2 დეკემბრის ღამეს მოკლეს. შვედეთის სამართალდამცავ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.