ავტორი:

"იმის რისკი, რომ რაიმე ცუდი შემემთხვას ან საერთოდაც, მესროლონ, საკმაოდ მაღალია" - ილონ მასკი

"იმის რისკი, რომ რაიმე ცუდი შემემთხვას ან საერთოდაც, მესროლონ, საკმაოდ მაღალია" - ილონ მასკი

ილონ მასკის აზრით, მისი მოკვლის რისკები "საკმაოდ მაღალია“. Twitter Spaces-ის ორსაათიან კითხვა-პასუხის რეჟიმში, მილიარდერმა უამრავ თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორი ადვილია ვინმეს მოკვლა სურვილის შემთხვევაში.

"გულწრფელად რომ ვთქვა, იმის რისკი, რომ რაიმე ცუდი შემემთხვას ან საერთოდაც, მესროლონ, საკმაოდ მაღალია. თუ ვინმეს მოკვლა გსურს, ეს არც ისეთი ძნელი გასაკეთებელია, ამიტომ, იმედი მაქვს, ამას არ იზამენ, ბედი გამიღიმებს და ეს არ მოხდება... რაღაც რისკი ნამდვილადაა“, - ამბობს ინტერვიუში "ტვიტერის" და "ტესლას" მფლობელი. სიტყვის თავისუფლების თაობაზე ამბობს:

"დღის ბოლოს ყველას ის გვსურს, რომ ისეთი მომავალი გვქონდეს, რომელშიც არ დაგვჩაგრავენ, ჩვენს სათქმელს არ ჩაახშობენ და რეპრესიების შიშის გარეშე ვიტყვით, რისი თქმაც გვსურს.“

მილიარდერის აზრით, თუ ჩვენი სათქმელი ზიანს არავის აყენებს, მაშინ უფლება უნდა გვქონდეს, რომ სათქმელი თავისუფლად ვთქვათ. მასკი ამაზე ხშირად ლაპარაკობს მას შემდეგ, რაც მან "ტვიტერი“ იყიდა. ამასთანავე, მან არაერთი დაბლოკილი ანგარიში აღადგინა, მათ შორისაა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი და ანტისემიტიზმში ბრალდებული რეპერის, ქანიე უესტის. ამაზე მილიარდერი ამბობს, რომ მან "ზოგადი ამნისტია“ მიანიჭა ყველას, ვისაც კანონი არ დაურღვევია.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა