ავტორი:

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის კონტროლიდან გასვლაზე ან მასზე კონტროლის "მესამე მხარისთვის“ გადაცემაზე საუბარიც არ შეიძლება" - ზახაროვა

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის კონტროლიდან გასვლაზე ან მასზე კონტროლის "მესამე მხარისთვის“ გადაცემაზე საუბარიც არ შეიძლება" - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლს მესამე მხარეს არ გადასცემს.

ზახაროვას დაუსვეს შეკითხვა ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის კომენტართან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტები ახლოს არიან უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევასთან ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ და შესაძლებელია თუ არა, რომ ელექტროსადგურზე კონტროლი მესამე მხარეს გადაეცეს.

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის კონტროლიდან გასვლაზე ან მასზე კონტროლის რომელიმე "მესამე მხარისთვის“ გადაცემაზე საუბარიც არ შეიძლება. ელექტროსადგური მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე და მას სრულად აკონტროლებს რუსეთი. მხოლოდ ჩვენ შევძლებთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ზახაროვამ.

გასულ კვირას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე მიაღწევენ შეთანხმებას რუსეთთან და უკრაინასთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვის საკითხზე.