ავტორი:

"ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით მტერი შეტევას აგრძელებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი

"ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით მტერი შეტევას აგრძელებს" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის შვიდი დასახლების ტერიტორიაზე მოიგერიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, ბახმუტის, ანდრეევკას, იაკოვლევკას, სოლედარის, კურდიუმოვკასა და კრასნოგოროვკას დასახლებებში.

გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ წყვეტენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.

"ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირებულნი არიან უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე. ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, მტერი აგრძელებს შეტევას, აქტიურად იყენებს ავიაციას თავისი სახმელეთო დაჯგუფებების მოქმედებების მხარდასაჭერად“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.