ავტორი:

როდის იმსჯელებს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მოსამართლე - რას აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე

როდის იმსჯელებს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მოსამართლე - რას აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ყოფილი პრეზიდენტის პირად საქმეს მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ხაჭაპურიძე განმარტავს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის საქმე სასამართლოში შუამდგომლობის შესვლის დღესვე გამოითხოვა.

"არევაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოთხოვილი აქვს პირადი საქმე, ავადმყოფის ისტორია და ა.შ. როგორც კი შუამდგომლობა შევიდა, იმავე დღეს გამოითხოვა. თუ აღნიშნულ საქმეს მოსამართლე დღეს მიიღებს, სხდომას 2-3 დღეში ჩანიშნავს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.