ავტორი:

ინდონეზიაში მოქალაქეებს ქორწინების გარეშე სექსს უკრძალავენ - სასჯელი 1-წლიანი პატიმრობაა

ინდონეზიაში მოქალაქეებს ქორწინების გარეშე სექსს უკრძალავენ - სასჯელი 1-წლიანი პატიმრობაა

ინდონეზიაში მიიღეს სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც ქორწინებამდე სექსი დანაშაულად ცხადდება და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთი წლის ვადით.

ეს არის მხოლოდ ნაწილი კანონში შეტანილი ცვლილებებისა, რომელიც, კრიტიკოსთა თქმით, ანადგურებს ადამიანთა თავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ძალაში სამი წლის განმავლობაში არ შევა. გარდა ქორწინებამდე სექსის აკრძალვისა, ის ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და სახელმწიფო იდეოლოგიის საწინააღმდეგო შეხედულებების გამოხატვის აკრძალვას. აკრძალვები გავრცელდება როგორც ინდონეზიელებზე, ასევე ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებზე.

უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების. ინდონეზიელი კანონმდებლების თქმით კი, ყველაფერი "საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“ გაკეთდა. აღნიშNულს ჯაკარტაში საზოგადოების მცირე ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

კოდექსის წინა პროექტი 2019 წელს უნდა მიეღოთ, მაგრამ მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, დემონსტრაციებში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც. მოხდა შეტაკებები პოლიციასთან. საბოლოოდ კი, ცვლილებების მიღება გადაიდო.

აღსანიშნავია, რომინდონეზიის ზოგიერთ ნაწილს უკვე აქვს მკაცრი კანონები. მაგალითასდ, აჩეს პროვინციაში მოქმედებს მკაცრი ისლამური კანონები და ადამიანები ისჯებიან აზარტული თამაშების, ალკოჰოლის მიღების, ასევე ქორწინების მიღმა სასიყვარულო ურთიერთობის გამო.