ავტორი:

"ეს მეომრების გზაა, ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის წაგვიყვანს გამარჯვებისკენ" - ზალუჟნი

"ეს მეომრების გზაა, ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის წაგვიყვანს გამარჯვებისკენ" - ზალუჟნი

ძვირფასო ჯარისკაცებო, ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვენი მთავარსარდალი, მჯერა ჩვენი გამარჯვების, - ამ სიტყვებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

"ძვირფასო ჯარისკაცებო, სერჟანტებო და ოფიცრებო, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებო და ვეტერანებო! ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს სახელმწიფოს. ვამაყობ, რომ ამ რთულ დროს ვარ თქვენი მთავარსარდალი. მჯერა თითოეული თქვენგანის და ჩვენი გამარჯვების. გულწრფელად გილოცავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, დაჭრილ ჯარისკაცებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ყველას, ვინც შეიარაღებული ძალების რიგებშია - ძალა და გამძლეობა, შთაგონება და სიხარული, გამარჯვებული მსოფლიო! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დიდება უკრაინას!“ - განაცხადა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ამ დღეს, პირველ რიგში, დაღუპულ ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე ფიქრობს და ის გზა უდგას თვალწინ, რომელიც უკრაინის არმიამ რუსეთთან ომის თითქმის 9 წლის განმავლობაში გაიარა.

"ეს არის მეომრების გზა, ადამიანების გზა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. სავსეა სისხლით, სავსეა ტანჯვითა და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის წაგვიყვანს წინ გამარჯვებისკენ, ამ გზაზე არ რჩება ადგილი შიშისა და სასოწარკვეთისთვის. ყოველდღე, იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი და მოვუსპო სურვილი, ოდესმე მომავალში ხელყოს ჩვენი თავისუფლება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.