ავტორი:

კაბა მეგობრის პატივსაცემად - ჯულია რობერთსის სამოსი ჯორჯ კლუნის ფოტოებით იყო მორთული

კაბა მეგობრის პატივსაცემად - ჯულია რობერთსის სამოსი ჯორჯ კლუნის ფოტოებით იყო მორთული

ჯულია რობერტსი წითელ ხალიჩაზე ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება. ხშირად ის ექსპერიმენტებსაც არ ერიდება. ამჯერად მან გადაწყვიტა თავისი სტილი საუკეთესო მეგობრისთვის, ჯორჯ კლუნისთვის მიეძღვნა.

Kennedy Centre Honours-ის საღამოზე, სპეციალურად მისთვის შეკერილი კაბა ეცვა. კაბაზე დატანილი იყო ჯორჯ კლუნის ფოტოები. თითოეულ მათგანს კი ოქროსფერი "ჩარჩო" ეკრა.

ეს უჩვეულო და სახალისო კაბა Moschino-მ სპეციალურად ჯულიასთვის დაამზადა.

მას შემდეგ, რაც ჯულია ცერემონიაზე შევიდა, მან კლუნის თემატიკის კაბა გამოიცვალა და კლასიკურ შავ კოსტუმში გამოეწყო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რობერტსი წითელ ხალიჩაზე ძვირფასი ადამიანებისადმი მიძღვნილ ტანისამოსს იცვამს. სექტემბერში, მსახიობმა მისი ახალი ფილმის, Ticket to Paradise-ის პრემიერისთვის მეუღლის და შვილების ინიციალებით მორთული კაბა შეარჩია. ინიციალებთან ერთად, კაბაზე ასევე აღნიშნული იყო ჯულიასა და დანიელის ქორწინების თარიღიც.

წყარო: harpersbazaar

მოამზადა: ანა სიბოშვილმა