ავტორი:

"უკრაინა მიიღებს ნატო-ს სტანდარტების ტანკებს და საბრძოლო თვითმფრინავებსაც კი" - რეზნიკოვი

"უკრაინა მიიღებს ნატო-ს სტანდარტების ტანკებს და საბრძოლო თვითმფრინავებსაც კი" - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიიღებს ნატო-ს სტანდარტების ტანკებს და საბრძოლო თვითმფრინავებსაც კი.

რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის პარტნიორები ძალიან პრაქტიკულები, პრაგმატულები და რეალისტები არიან, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ თუ უკრაინას რაიმე ახალ სისტემას აძლევენ, უკრაინას აქვს საბრძოლო მასალა საწყობებში, ჰყავთ ინსტრუქტორები და გაწვრთნილი უკრაინელი ჯარისკაცები.

"ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებები, არამედ ტექნოლოგიური და ლოგისტიკური, მაგრამ ვრჩები ოპტიმისტად და მჯერა, რომ ბრძოლის ველზე ნატო-ს სტანდარტების ტანკები გამოჩნდებიან და არა მარტო Leopard-ი, ისევე, როგორც ახლა ჩვენს არტილერიაში იბრძვის რვა 155 კალიბრიანი სისტემა სხვადასხვა ქვეყნიდან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ტანკები და საბრძოლო თვითმფრინავებიც კი“, - განაცხადა რეზნიკოვმა.