ავტორი:

მომგებიანია თუ არა სახლის შეძენა ახალი წლის პერიოდში?

მომგებიანია თუ არა სახლის შეძენა ახალი წლის პერიოდში?

სახლის მაძიებლებისთვის ყოველთვის ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება, როდის არის საუკეთესო პერიოდი სახლის შესაძენად და რატომ? უნდა შევიძინოთ თუ არა სახლი ახალი წლის პერიოდში თუ უმჯობესია დაველოდოთ მომავალ წელს?

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს კითხვა დაგვესვა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დეველოპერული კომპანიის - იდეა დეველოპმენტის დირექტორისთვის გიორგი გედევანიშვილისთვის.

- გიორგი გამარჯობა, როგორც იცით სახლის შეძენა ბევრი კრიტერიუმის გათვალისწინებას, ბევრ ფიქრს და საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება, ერთ-ერთი ასეთია სწორი პერიოდის შერჩევა. რას ფიქრობთ, როდის არის საუკეთესო პერიოდი სახლის შესაძენად?

- მოგესალმებით, სწორ დროს სახლის შეძენა შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვან მოგებასთან ან სამომხმარებლო დანაზოგთან იყოს დაკავშირებული. Ასეთი რამდენიმე პერიოდია სამშენებლო ბიზნესში: ერთ-ერთი მაგალითად არის მშენებლობის დაწყების პერიოდი, რადგან მშენებლობის ეტაპის განვითარებასთან ერთად ფასებიც ყოველთვის იმატებს, ასევე ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად შესაძლებელია ახალი წელი დავასახელოთ, რადგან ამ დროს არის მომგებიანი შემოთავაზებები დეველოპერებისგან და გარდა ამისა, ხდება წლის დახურვა, რაც კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

- რამდენად რეალური შემოთავაზებებია ახალი წლის პერიოდში და თავად რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

- რა თქმა უნდა, საახალწლო პერიოდი საკმაოდ დატვირთულია აქციებით, შეთავაზებებით, საჩუქრებით. თუმცა უშუალოდ მომხმარებელმა უნდა იცოდეს თუ რას ეძებს პროექტში. ჩვენი მიმდინარე პროექტი - "ტიფლისი", რომელიც ლისის ტბიდან მხოლოდ 2 წუთის დაშორებით მდებარეობს, შედგება სამ სართულიანი ვილებისგან, სადაც ერთიანდება 16 კერძო სახლი, საკუთარი ეზოთი და ტერასით. ,"ტიფლისი" იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს ეზო, ბუნება, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და რაც მთავარია, ჩვენს ბინადრებს არ უწევთ უარი თქვან "ქალაქის" ცხოვრებაზე, რადგან მხოლოდ 15 წუთში შესაძლებელია იყვნენ თბილისის ცენტრში. ჩვენი საახალწლო შეთავაზება ტიფლისის პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, რადგან მომავალ ბინადრებს სახლის რემონტს გადავცემთ საჩუქრად. დამეთანხმებით სახლის შეძენისას, პირველი დამატებითი ხარჯი რასაც მომხმარებელი აწყდება არის რემონტი, შესაბამისად ჩვენი საახალწლო საჩუქარიც ასე შევარჩიეთ. მომხმარებლებს კი სახლის შეძენიდან სულ რამდენიმე თვეში ჩაბარდებათ სახლი.

- რა საინტერესოა, ანუ მომხმარებლებს შეუძლიათ პროექტ - ,,ტიფლისში” შეიძინონ კერძო სახლი, იცხოვრონ პრესტიჟულ უბანში და ამავდროულად რემონტის ხარჯებს და სხვა დისკომფორტს, რომელსაც ამ პროცესის დროს ვაწყდებით იდეა დეველოპმენტი აარიდებს, თანაც სახლში გადმოსვლა სულ რამდენიმე თვეში შეეძლებათ.

- დიახ სწორედ ასეა, ბევრი დეველოპერი სთავაზობს მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარებას, შემდეგ კი რემონტის გასაკეთებლად სხვა კომპანიის დაქირავება ხდება საჭირო, თუნდაც დამატებითი ღირებულების გადახდის მზაობისას. იდეა დეველოპმენტს საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს, შესაბამისად ჩვენ გვაქვს რესურსი მომხმარებელს სრული რემონტით გადავცეთ სახლი, ავარიდოთ ყოველგვარ დისკომფორტს, თავად დავეხმაროთ ინტერიერის დიზაინის შერჩევაში, გავუძღვეთ რემონტის პროცესს, ხოლო როგორც აღვნიშნე, საახალწლო შეთავაზების პირობებში რემონტს გადავცემთ საჩუქრად.

- თქვენ ასევე ახსენეთ წლის დახურვა, რას მოიაზრებს სამშენებლო სფეროში წლის დახურვა?

- თუ გადავხედავთ უძრავი ქონების ღირებულების სტატისტიკას, ყოველ წელს იმატებს, ეს გაზრდილი მოთხოვნის, მასალების გაძვირებისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება, რომელსაც გარკვეულ წილად კომპანია აბალანსებს წლის განმავლობაში, თუმცა ახალი წელი ყოველთვის ახალი ბიუჯეტით, ახალი რისკების გათვალისწინებით იწყება. შესაბამისად მომხმარებელს ყოველთვის ვურჩევ, რომ შემდეგ წელს არ გადადოს უძრავი ქონების შეძენა.

ჩვენი კომპანია კიდევ ერთ ახალ, გამორჩეული კონცეფციის პროექტს ამზადებს. ვფიქრობ ჩვენი ახალი პროექტი გახდება ძალიან საინტერესო მომავალი ბინადრებისთვის თუ ინვესტორებისთვის, რადგან ისინი შეძლებენ შეიძინონ უძრავი ქონება, რომელიც მათ კაპიტალს მნიშვნელოვნად გაზრდის. დეტალებს კი ძალიან მალე გაგაცნობთ.

- ძალიან დიდი მადლობა გიორგი და წარმატებებს ვუსურვებ თქვენს პროექტს! როგორ შეიძლება მოხმარებელი დაგიკავშირდეთ, თუ გადაწყვეტს თქვენთან ისარგებლონ საახალწლო შეთავაზებით?

- მადლობა თქვენ საინტერესო ინტერვიუსთვის. მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს ნომერზე : + 995 598 22 99 22, ასევე ეწვიოს ჩვენს ვებ-გვერდს: www.ideadevelopment.ge ან მოგვწერონ Facebook გვერდზე და ჩვენი გაყიდვების გუნდი გასცემს ყველა კითქვაზე ამომწურავ პასუხს.

R