ავტორი:

"ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა მისი კოცნის შანსი?!" - მარგო რობის თქმით, "ბაბილონში" ბრედ პიტს ისე აკოცა, რომ ეს სცენარით გათვალისწინებული არ იყო

"ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა მისი კოცნის შანსი?!" - მარგო რობის თქმით, "ბაბილონში" ბრედ პიტს ისე აკოცა, რომ ეს სცენარით გათვალისწინებული არ იყო

ჰოლივუდის ვარსკვლავი, მარგო რობი ამბობს, რომ ფილმ Babylon-ის გადაღებებზე მან "შანსი გამოიყენა" და ბრედ პიტს აკოცა, მაშინ როცა კოცნის სცენა სცენარით არ იყო გათვალისწინებული.

E! News-თან ინტერვიუში, მარგო ყვება, რომ მისი და ბრედ პიტის კოცნა სცენარში საერთოდ არ იყო და ეს სცენა მისი (მარგოს) ინიციატივით გადაიღეს. 32 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ მან იმპროვიზაცია რეჟისორის დახმარებით შეძლო.

"ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა ბრედ პიტის კოცნის შანსი?! გადავწყვიტე, უბრალოდ, ავმდგარიყავი და გამეკეთებინა ეს“, - ამბობს მსახიობი.

მან დეტალურად გაიხსენა ფილმის რეჟისორთან დიალოგი: "დამიენ, მგონია, რომ ნელი ჯეკთან მივიდოდა და აკოცებდა“, - უთხრა მსახიობმა რეჟისორ დანიელ შაზელს.

"კი,შესაძლებელია... მოიცადე, შენ უბრალოდ გინდა, რომ ბრედ პიტს აკოცო“,- უპასუხა მას რეჟისორმა.

"ოჰ, მიჩივლე მაშინ. ამის შანსი შეიძლება აღარასოდეს მქონდეს“, - მიუგო მარგომ.

ამის შემდეგ რეჟისორი დათანხმდა მსახიობს.

"ბაბილონში“ მარგო დამწყები მსახიობის, ნელი ლერეის როლს ასრულებს. ფილმში მოქმედება ვითარდება 1920-იანი წლების ჰოლივუდში, როდესაც კინოინდუსტრია მუნჯი კინოს ეპოქიდან ახალ ეტაპზე გადადიოდა. სამსაათიანი ფილმი, როგორც კრიტიკოსები ვარაუდობენ, ოსკარზეც იქნება წარდგენილი. "ბაბილონი" კინოთეატრებში 23 დეკემბრიდან გამოვა.

წყარო: independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა