ავტორი:

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო პარასკევს, 9 დეკემბერს იმსჯელებს. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ განაცხადა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე იმსჯელებს.