ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს, ვერ იკვებება" - გიული ალასანია

"მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს, ვერ იკვებება" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.

"ის კი არა, რომ უარს ამბობს, ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს, უჭირს. მე ხომ ამის მომწე ვარ“, - განაცხადა მედიასთან გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს, ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ჩხაიძის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. მისივე თქმით, კლინიკა აკეთებს ყველაფერს, მაგრამ ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც.

"რა თქმა უნდა, სრულფასოვნად უნდა იკვებოს და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ - არ”,- განაცხადა ჩხაიძემ.