ავტორი:

"არც ერთი ქართველი მებრძოლი უკრაინაში “მოტყუებული” არაა, ისინი გმირები არიან - რას იტყვი რუსეთზე?" - ადამ კინზინგერი ღარიბაშვილს

"არც ერთი ქართველი მებრძოლი უკრაინაში “მოტყუებული” არაა, ისინი გმირები არიან - რას იტყვი რუსეთზე?" - ადამ კინზინგერი ღარიბაშვილს

რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს, თითქოს მათ სიმართლე არ იციან? - ასე ეხმაურება ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ქართველ მებრძოლთა შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

“ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა “მოტყუებული”. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს თითქოს მათ სიმართლე არ იციან?

ასევე, რას იტყვი რუსეთზე?”, - წერს კინზინგერი “ტვიტერის” პირად გვერდზე.