ავტორი:

დონალდ ტრამპის უძრავი ქონების კომპანია ნიუ-იორკის სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

დონალდ ტრამპის უძრავი ქონების კომპანია ნიუ-იორკის სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უძრავი ქონების კომპანია The Trump Organization-ი ნიუ-იორკის სასამართლომ საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნო.

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის კომპანიას 1.6 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმება ემუქრება.

მოსამართლე ვერდიქტს 13 იანვარს გამოაცხადებს.

The Trump Organization სასტუმროებს, გოლფის მოედნებსა და სხვა უძრავ ქონებას სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებას უწევს.

როგორც მედია წერს, ნასამართლობამ შესაძლოა, კომპანიას ბიზნეს საქმიანობა გაურთულოს.