ავტორი:

აშშ-მა გასაიდუმლოებულ უახლეს ბირთვულ ბომბდამშენს ფარდა ნაწილობრივ ახადა - რაზე მიანიშნეს რუსეთს მე-6 თაობის ულტრათანამედროვე საბრძოლო საფრენი აპარატით?

აშშ-მა გასაიდუმლოებულ უახლეს ბირთვულ ბომბდამშენს ფარდა ნაწილობრივ ახადა -  რაზე მიანიშნეს რუსეთს მე-6 თაობის ულტრათანამედროვე საბრძოლო საფრენი აპარატით?

2 დეკემბერს აშშ-ში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები და ავიაციის მოყვარულები ბოლო წლებია მოუთმენლად ელოდნენ - პენტაგონმა ფარდა ახადა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ანგარში მდგარ მეექვსე თაობის ულტრათანამედროვე "უხილავ“ ბომბდამშენ B-21 Raider-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მასმედიას ახალი ბომბდამშენის გადაღების უფლება მხოლოდ წინა, ცხვირის ნაწილიდან მისცეს, გასაგები გახდა, რომ B-21 Raider-ი კარგად ცნობილი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული "სტელსის" B-2 Spirit-ის შემცირებული ვარიანტია და თუკი ეს უკანასკნელი 2 მლრდ დოლარამდე ღირს, ახალი ბომბდამშენის ფასი 600-800 მლნ დოლარს არ უნდა გასცდეს.

მაგრამ მთავარია არა ფასი, არამედ ის ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც "რეიდერში“ ჩაიდო და მას როგორც ჩვეულებრივი, ისე თერმობირთვული იარაღის შორ მანძილზე და ზეზუსტად გამოყენების საშუალებას აძლევს როგორც პილოტირებულ, ისე დისტანციურად მართვის რეჟიმში.

დღეისათვის B-21 Raider-ი ყველაზე თანამედროვე საბრძოლო საფრენი აპარატია, რომლის საჰაერო ნათლობა მომავალ წელს უნდა შედგეს.

დაგეგმილია 150-მდე მეექვსე თაობის "უხილავი" ბომბდამშენის აწყობა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება დიდი კორექტირება შეიტანოს პენტაგონის ამ გათვლებში - თავის დროზე B-2 Spirit-ის დამზადებასაც არანაკლებ ასი ერთეულის ოდენობით აპირებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თეთრმა სახლმა არხეინად იგრძნო თავი და მხოლოდ ორი ათეული "მოჩვენება“ შეუკვეთა. გააგრძელეთ კითხვა