ავტორი:

"კიბეებზე ჩამოვარდა და უნებლიე დეფეკაცია განიცადა" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში პუტინზე და რას აცხადებენ კრემლში

"კიბეებზე ჩამოვარდა და უნებლიე დეფეკაცია განიცადა" - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში პუტინზე და რას აცხადებენ კრემლში

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუტინი კიბეებზე ჩამოვარდა, რა დროსაც უნებლიედ, მოისაქმა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს.

"ტელეგრამზე“ არხმა, General SVR გასულ კვირას გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სტრესული დღე ჰქონდა პუტინს - სავსე რუსეთის ეკონომიკის წარუმატებლობისა და უკრაინასთან ომის შესახებ დისკუსიებით.

როგორც არხი წერდა, დღის ბოლოს პუტინს კიბეზე ფეხი დაუცდა და ხუთ საფეხურზე დაგორდა, შედეგად, კუდუსუნის ძვალი დაიზიანა. ყოველივემ კი სავარაუდოდ, "უნებლიე დეფეკაცია" გამოიწვია.

  • Newsweek-ი წერს, რომ მათ აღნიშნულ თემაზე კითხვებით კრემლის პრესსამსახურს მიმართეს და პასუხიც მიიღეს. პუტინის პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. "თქვენს კითხვებთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სრული სიცრუე", - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

უცნობია, თუ ვინ დგას General SVR-ის არხის მიღმა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ანონიმურ არხს რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი მართავს, რომელსაც კრემლის თანამშრომლებთან კონტაქტი აქვს. ის ხშირად აქვეყნებს პუტინისა და მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო პოსტებს. არხმა არაერთხელ გამოაქვეყნა პოსტი პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის სავარაუდო გაუარესების შესახებ.

ცნობისთვის, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უკვე წლებია, რაც ჭორები ვრცელდება. რომელთა მიხედვით, რუსეთის ლიდერი დაავადებით იტანჯება.. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია - რომ პუტინს პარკინსონის დაავადება აქვს, რომ კიბო აქვს, ასევე წერენ მისი ფსიქიკური პრობლემების შესახებაც. თუმცა კრემლში ყველა ამ ცნობას უარყოფენ.