ავტორი:

"სააკაშვილმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, რადგან, მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურდა ნიმუშის აღება" - გამომძიებელი

"სააკაშვილმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, რადგან, მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურდა ნიმუშის აღება" - გამომძიებელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა.

როგორც გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ აღნიშნა, მას საბოლოოდ, უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე და მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედებები.

"მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე იმ მიზეზის გამო, რომ მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურდა ნიმუშის აღება. მას საბოლოოდ, უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე. მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედებები“,- აღნიშნავს გამომძიებელი.