ავტორი:

"ვიღაცას ხომ უნდა დაუჯერონ - კონსილიუმის წევრებიც, უცხოელებიც, ამერიკელებიც "ნაციონალები“ არიან? - ძალიან ცდილობს რაღაც შეჭამოს, მაგრამ..." - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"ვიღაცას ხომ უნდა დაუჯერონ - კონსილიუმის წევრებიც, უცხოელებიც, ამერიკელებიც "ნაციონალები“ არიან? - ძალიან ცდილობს რაღაც შეჭამოს, მაგრამ..." - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"ძალიან ცდილობს, რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი. "ვივამედის“ თანამშრომელი, ქალბატონი, რომელიც ყოველდღიურად აკვირდება მის მდგომარეობას, ამბობდა, რომ ასეთი მორჩილი პაციენტი იშვიათად ჰყოლია,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

როგორც ალასანია განმარტავს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა დაშინებულია და საკუთარი ჩრდილის ეშინიათ.

"ძალიან ცდილობს, რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი. "ვივამედის" თანამშრომელი, ქალბატონი, რომელიც ყოველდღიურად აკვირდება მის მდგომარეობას, ამბობდა, რომ ასეთი მორჩილი პაციენტი იშვიათად ჰყოლია.

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა დაშინებულია, ყველას საკუთარი ჩრდილის ეშინია. ვიღაცას ხომ უნდა დაუჯერონ? ამ კონსილიუმში არიან ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები. რას ნიშნავს მიკერძოება, ესენიც "ნაციონალები“ არიან? უცხოელებიც "ნაციონალები“ არიან?" ამერიკელები "ნაციონალები“ ყოფილან. მაშინ, აღარ ყოფილა საშველი მთელი მსოფლიო "ნაციონალები“ გამხდარა“, - აღნიშნა ალასანიამ.