ავტორი:

მწერალი, რომელმაც დროს გაუსწრო - 10 უცნობი ფაქტი ჟიულ ვერნის შესახებ

მწერალი, რომელმაც დროს გაუსწრო - 10 უცნობი ფაქტი ჟიულ ვერნის შესახებ

სათავგადასავლო რომანების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტორს ჰქონდა პერიოდი, როდესაც სახლიდან გარბოდა, აზარტულ თამაშებს თამაშობდა და საკუთარი ძმისშვილი ტყვიას ესროდა...

სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ჟიულ ვერნის რომანები დიდი ხანია სათავგადასავლო ლიტერატურის კლასიკად ითვლება. მისი წიგნები „მოგზაურობა დედამიწის ცენტრში“, „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ და „80 დღე დედამიწის გარშემო“ დღემდე არ კარგავს პოპულარობას და ახალ-ახალი ფილმების საფუძველიც ხდება, მაგრამ რა ვიცით თავად ავტორის შესახებ გარდა იმისა, რომ ის ფრანგია?

ჩვენ შევაგროვეთ 10 საინტერესო ფაქტი ჟიულ ვერნის შესახებ. სანამ მათ გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“ 12 დეკემბრიდან ჟიულ ვერნის ხუთტომეულს გამოსცემს. თუკი გსურთ გქონდეთ დიდებული მწერლის ულამაზესი ვიზუალის მქონე წიგნების სერია, მაშინ ეს სტატია ბოლომდე ჩაიკითხეთ.

1. სიგიჟემდე უყვარდა გემები და სახლიდან გაქცევას ცდილობდა, რათა იუნგა გამხდარიყო

ჟიულ გაბრიელი 1828 წლის 8 თებერვალს დაიბადა. იგი პიერ და სოფი ვერნის პირველი შვილი იყო. დედამისი წარმოშობით ნანტის გემთმშენებლებისა და გემთმფლობელების ოჯახიდან იყო, ვერნის ოჯახი კი ბებიის სახლში, მდინარე ლუარის ნაპირზე მდებარე ქალაქში ცხოვრობდა. ვერნის დაბადების ადგილმა დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. მე-19 საუკუნეში ნანტი ძალიან ცოცხალი საპორტო ქალაქი იყო - ცენტრი არა მხოლოდ ფრანგი გემთმშენებლებისთვის, არამედ ვაჭრებისთვისაც. ვერნი მთელი ბავშვობა ლუარაზე მცურავ გემებს უყურებდა და წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა ბორტზე ასვლა და ნამდვილ მოგზაურობაში წასვლა. 11 წლის ასაკში მისმა საზღვაო ტრანსპორტით გატაცებამ პიკს მიაღწია - ბიჭი სახლიდან გაიქცა, სკუნერ „კორალიზე“ იუნგად ჩაეწერა და კინაღამ ინდოეთში გაცურა. მშობლების საბედნიეროდ, გემი მცირე ხნით შეფერხდა ახლომდებარე პორტში, სადაც მამამ მოახერხა თავგადასავლებს მოწყურებული შვილის სახლში დაბრუნება.

2. მისი სათავგადასავლო რომანები ერთი სერიის ნაწილი იყო...

მიჩვეული ვართ ჟიულ ვერნის რომანები დამოუკიდებელ ნაწარმოებებად მივიჩნიოთ, მაგრამ ეს ბოლომდე სწორი არ არის. 1860-იანი წლების დასაწყისში ვერნი შეხვდა პიერ-ჟულ ეტცელს, წარმატებულ ფრანგ გამომცემელს და ჟურნალის მთავარ რედაქტორს, რომელიც დაეხმარა ვერნის გამოექვეყნებინა თავისი პირველი რომანი - „ხუთი კვირა საჰაერო ბურთზე“. ამ რომანმა საფუძველი ჩაუყარა ექსტრაორდინარული მოგზაურობების (Voyages Extraordinaires) სერიას (ვერნის მიერ დაწერილი და ეტცელის მიერ გამოცემული ათეულობით წიგნის სერია). ამ რომანების უმეტესობა (მათ შორის ცნობილი „80000 კილომეტრი წყალქვეშ“) ჯერ ეტაპობრივად გამოიცა ეტცელის ჟურნალში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიცა წიგნის სახით.

3. მისმა ნაწერებმა ხელი შეუწყო სტიმპანკის განვითარებას

სტიმპანკი სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომელიც თავის თავში მოიცავს ტექნოლოგიასა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებას, შთაგონებულს XIX საუკუნის ინდუსტრიული ტექნოლოგებით და ორთქლის მანქანებით. ჟიულ ვერნის რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა სტიმპანკზე. ვერნის ზოგიერთი პერსონაჟი და მის მიერ გამოგონილი მანქანები მოგვიანებით გამოჩნდა ცნობილ სტიმპანკ ნაწარმოებებში. კაპიტანი ნემო „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ არის ასევე ალან მურის კომიქსების სერიის The League of Extraordinary Gentlemen-ის გმირი.

4. მისი ბევრი წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ საოცრად ზუსტი აღმოჩნდა

ვერნის მიერ თავის წიგნებში აღწერილი ზოგიერთი ტექნოლოგია მოგვიანებით რეალობად იქცა. მისი ერთ-ერთი მანქანა, ნაუტილუსი, ელექტრო წყალქვეშა ნავი 80000 კილომეტრი წყლის ქვეშ, გამოიგონეს წლების შემდეგ, რაც მან პირველად დაწერა ამის შესახებ. წიგნის პირველი ნაწილი გამოიცა 1869 წელს, ხოლო ბატარეით მომუშავე პირველი წყალქვეშა ნავები 1880-იან წლებში გაუშვეს (წყალქვეშა ნავების მსგავსი დიზაინი დღესაც გამოიყენება).

ვერნის რომანი „პარიზი მეოცე საუკუნეში“ ასევე შეიცავს საოცრად ზუსტ ტექნიკურ პროგნოზებს. 1863 წელს შექმნილი დისტოპია ასახავს ტექნოლოგიებით შეპყრობილ პარიზულ საზოგადოებას 1960-იან წლებში. ვერნი წერდა ცათამბჯენების, ლიფტების, შიდაწვის მანქანების, მატარებლების, ქალაქის ელექტრო განათებისა და გარეუბნების სახლების შესახებ. ის თავის დროს ბევრად წინ უსწრებდა. მან ასევე ახსენა მექანიკური კალკულატორების ჯგუფი (თანამედროვე კომპიუტერების მსგავსი), რომლებსაც შეეძლოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია ქსელის საშუალებით (როგორც ინტერნეტი). ცუდი არ არის 1828 წელს დაბადებულისთვის, არა?

5. მწერალს სამი იახტა ჰქონდა

სხვა მწერლების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სახლში მუშაობდნენ, ჟიულ ვერნი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგზაურობდა. მიღებული შთაბეჭდილებები მისი შემოქმედების შთაგონებად იქცა.

ჟიულ ვერნი და მისი მეუღლე ონორინა

6. მისი ავტორობით 70-ზე მეტი რომანი გამოიცა

ის გახდა სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ის იმდენად პოპულარულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, რომ მისი წიგნები თარგმანთა რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში, აგათა კრისტის ნაწარმოებების შემდეგ. ჟიულ ვერნი ძალიან ნაყოფიერი ავტორი იყო. ძალიან ბევრს მუშაობდა, ხანდახან ივიწყებდა საჭმელსა და ძილს. მისი კალმით ჯამში 70-ზე მეტი რომანი გამოიცა.

7. მას საკუთარი ბიძაშვილი შეუყვარდა

ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, როდესაც ახალგაზრდა ჟიულ ვერნი ინდოეთისკენ მიმავალი გემიდან ჩამოიყვანეს და ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა გაქცევა, ბიჭმა, გარდა მოგზაურობის დიდი სურვილისა, ახსენა ბიძაშვილი ქეროლაინი, რომლისთვისაც შორეული ქვეყნებიდან მარჯნის მძივების მოტანა სურდა, რათა მისი ყურადღება მიეპყრო. 1847 წელს, როცა ჟიული 19 წლის იყო, ქეროლაინი კი 20-ის, ის ცოლად გაჰყვა თავისზე ოცი წლით უფროს კაცს. ვერნი გულნატკენი დარჩა.

25 წლის ჟიულ ვერნი

8. ცხოვრობდა პარიზში ძალიან მღელვარე პერიოდში

მალევე მას შემდეგ, რაც ვერნი დედაქალაქში გადავიდა, დაიწყო 1848 წლის საფრანგეთის რევოლუცია. თავად მწერალი მასში არ მონაწილეობდა, მაგრამ ინტერესით ადევნებდა თვალს ყველაფერს, რაც გარეთ ხდებოდა. „ხუთშაბათს ბრძოლები ინტენსიური იყო; ჩემი ქუჩის ბოლოში მდებარე სახლები ქვემეხმა დააზიანა,“ - სწერდა ის დედას 1851 წლის დეკემბრის გადატრიალების არეულობის დროს. იმ წლებში ვერნიმ მოახერხა პოლიტიკური რყევებისგან თავის დაღწევა, მაგრამ თავის ნაწერებში იგი მოგვიანებით არაერთხელ მიუბრუნდა ამ თემას.

9. თითქმის მთელი ცხოვრება ჰქონდა სტაბილური შემოსავალი

1863 წლიდან ვერნი ეტცელისთვის წელიწადში 2 წიგნს წერდა. ეს კონტრაქტი მას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სტაბილურ შემოსავალს აძლევდა. 1863 წლიდან 1905 წლამდე ვერნმა გამოაქვეყნა 54 სამოგზაურო, სათავგადასავლო, ისტორიული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური რომანი სერიისთვის Voyages Extraordinaires. ეტცელი მასთან ერთად 1886 წლამდე სიკვდილამდე განიხილავდა პერსონაჟებსა და შეთქმულებებს. თუმცა ვერნის ნაწერები მხოლოდ ამ სერიით არ შემოიფარგლებოდა. როგორც ზევით აღვნიშნეთ, სულ დაწერა 70-ზე მეტი რომანი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

10. შთაგონებას საკუთარი თავგადასავლებიდან იღებდა

ასაკთან ერთად ვერნი არ თმობდა ნაოსნობის ოცნებას. როდესაც 1860-იან წლებში თავისი რომანებით ფულის გამომუშავება დაიწყო, პირველი, რაც გააკეთა, პატარა იახტის ყიდვა იყო. იახტას თავისი ვაჟის, მიშელის პატივსაცემად "სენ-მიშელი" დაარქვა. 1867 წლიდან ხშირად ცურავდა ევროპის ირგვლივ არხის კუნძულებსა თუ ინგლისის სანაპიროზე. ზღვის სიმშვიდე ხელს უწყობდა შთაგონებას - ამ მოგზაურობის დროს მან დაწერა თავისი მთავარი რომანების უმეტესობა (მათ შორის "80 დღე მსოფლიოს გარშემო" და "20000 ლიე წყალქვეშ"). მეტი ფულის გამომუშავების შემდეგ მან უფრო დიდი გემი იყიდა და დაარქვა "სენ-მიშელ II". რამდენიმე წლის შემდეგ შეიძინა მესამე ხომალდი Saint-Michel III, ორთქლის იახტა, რომლისთვისაც 10-კაციანი ეკიპაჟი სჭირდებოდა. დიდმა ხომალდმა შორ მანძილზე მოგზაურობის საშუალება მისცა.

ჟიულ ვერნის გავლენა ბევრად სცილდება სამეცნიერო ფანტასტიკას, სტიმპანკს ან რეალურ სამყაროს ტექნოლოგიას. მისმა ნაწერებმა გავლენა იქონია უამრავ ავტორზე და დღემდე რჩება ბევრის შთაგონების წყარო. როგორც რეი ბრედბერი წერდა: „ჩვენ ყველანი ასე თუ ისე ჟიულ ვერნის შვილები ვართ“.

შეგახსენებთ, გამომცემლობა „პალიტრა L“ 12 დეკემბრიდან ჟიულ ვერნის ხუთტომეულს გამოსცემს, რომელსაც მკითხველი განსაკუთრებული პირობებითა და განსაკუთრებულ ფასად შეიძენს. სერიის ახალი წიგნები თვეში ერთხელ გამოვა.

პირველი ტომი იქნება „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, რომლის შეძენაც ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 10 ლარად იქნება შესაძლებელი. ახალი პროექტის ფარგლებში წიგნების ფასდაკლებით ყიდვა უკვე პრესის გარეშეა შესაძლებელი.

სერიის ფარგლებში ასევე გამოიცემა:

  • მეორე ტომი – „საიდუმლო კუნძული“,
  • მესამე ტომი - „კაპიტან გრანტის შვილები“
  • მეოთხე ტომი - „15 წლის კაპიტანი“
  • მეხუთე ტომი – „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა“