ავტორი:

გამოცემამ - TIME წლის ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა

გამოცემამ - TIME წლის ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა

გამოცემამ - TIME უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა. ამ სტატუსს გამოცემა ყოველწლიურად გადასცემს იმ ადამიანებს, რომელთა მოქმედებებმა საზოგადოების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და ყოველდღიურობა შეცვალეს.

44 წლის ზელენსკი უკვე თვეებია ომშია რუსეთთან და ხელმძღვანელობს თავის ქვეყანას მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან საკუთარი მაგალითით აჩვენა უკრაინელებს და დანარჩენ მსოფლიოს, როგორი უნდა იყოს მამაცი ლიდერი.

ომის დასაწყისში დასავლეთმა ზელენსკისა და მის ოჯახს ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა პრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ "არ იმალება" და "არავისი ეშინია."

გარდა ამისა ზელენსკიმ მსოფლიოს განსხვავებული დიპლომატია აჩვენა და ახალი ეპოქის ლიდერად იქცა, რომლის დიპლომატიური ენა დაცლილია შაბლონური ტექსტებისგან და ძირითადად ემოციებს ემყარება.

ზელენსკი 2022 წელს მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ლიდერად ჩამოყალიბდა.

TIME's 2022 Person of the Year: Volodymyr Zelensky and the spirit of Ukraine #TIMEPOY https://t.co/06Y5fuc0fG pic.twitter.com/i8ZT3d5GDa
— TIME (@TIME) December 7, 2022