ავტორი:

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს და ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1, ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.