ავტორი:

ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე "ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“ დამნაშავედ ცნეს და სიკვდილით დასაჯეს

ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე "ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“ დამნაშავედ ცნეს და სიკვდილით დასაჯეს

ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ახალგაზრდა მამაკაცი, მოჰსენ შეკარი სიკვდილით დასაჯეს.

BBC-ის ინფორმაციით, მოჰსენ შეკარი ხუთშაბათს დილით ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც "რევოლუციურმა სასამართლომ“ "ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“ დამნაშავედ ცნო.

მას ბრალი წაუყენეს როგორც მეამბოხეს, რომელმაც სექტემბერში თეირანის მთავარი გზა გადაკეტა და გასამხედროებული ძალის წევრი დაჭრა.

სასამართლომ მოჰსენ შეკარი დამნაშავედ 1-ელ ნოემბერს სცნო. მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, "მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.