ავტორი:

"სახელმწიფოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ აქვს! მაგრამ ამაზე რომ სიტყვა დაასველეს, ესაა სამარცხვინო" - ანა ნაცვლიშვილი კანონს განმარტავს

"სახელმწიფოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ აქვს! მაგრამ ამაზე რომ სიტყვა დაასველეს, ესაა სამარცხვინო" - ანა ნაცვლიშვილი კანონს განმარტავს

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ აქვს. მისივე განმარტებით მოქალაქეობის შეწყვეტა შესაძლოა ავტომატურად მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, უკრაინის სამხედრო ძალებში არ ფიქსირდებიან, შესაბამისად მმართველი წევრების განცხადება მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, "სამარცხვინოა".

"სახელმწიფოს მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება არ აქვს! ამას კრძალავს კონსტიტუცია. კანონი ითვალისწინებს მოქალაქეობის შეწყვეტას (ავტომატურად), გარკვეულ შემთხვევებში. ასეთია, მაგ. სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება.

ჩვენი თანამემამულეები უკრაინის სამხედრო ძალებში არ ფიქსირდებიან (რამდენადაც აქამდე ვიცით ფაქტები), ისინი არიან მოხალისეები. შესაბამისად, ვერავინ შეუწყვეტს მათ მოქალაქეობას, მაგრამ ამაზე რომ სიტყვა დაასველეს, ეს არის სამარცხვინო! ესე იგი ეძებენ სამართლებრივ გზებს დასასჯელად" - წერს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, დღეს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა მამუკა მამულაშვილსა და უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.

"ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ნახეთ ასევე: