ავტორი:

სელინ დიონს უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადება დაუდგინდა, რომელიც არ იკურნება - ის მილიონში ერთს ემართება, ადამიანი კარგავს სიარულისა და მეტყველების უნარს

სელინ დიონს უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადება დაუდგინდა, რომელიც არ იკურნება - ის მილიონში ერთს ემართება, ადამიანი კარგავს სიარულისა და მეტყველების უნარს

მომღერალ სელინ დიონს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რომელიც კუნთების დაძაბვას, ტკივილს იწვევს. ის გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის ფორმაზე, ხოლო როდესაც პროგრესირდება, ადამიანი კარგავს სიარულისა და მეტყველების უნარს.

  • აღნიშნულის შესახებ 54 წლის მომღერალმა ფანებს თვითონვე უამბო. სელინ დიონმა "ინტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცრემლებით საუბრობდა თავისი დიაგნოზის შესახებ.

მომღერლის თქმით, ის იძულებული გახდა ევროპული ტურნე გაეუქმებინა.

"მზად არ ვიყავი ამ თემაზე საუბრისთვის, მაგრამ ახლა მზად ვარ. მიწევს გავუმკლავდე ჯანმრთელობის პრობლემებს, უკვე დიდი ხანია და მე ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვარ. დამიდგინდა უიშვიათესი ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც მილიონში ერთ ადამიანს ემართება“, - თქვა სელინ დიონმა.

მისი თქმით, ის იბრძოლებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივოს.

ცნობისთვის, ჯერჯერობით მედიცინაში არ არსებობს საშუალება, რომელიც ამ დაავადებას განკურნავს, თუმცა შესაძლებელია მისი პროგრესირების შენელება.