ავტორი:

"თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, გმირია..." - ირაკლი კობახიძე უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე

"თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, გმირია..." - ირაკლი კობახიძე უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები არიან თუ არა გმირები, კობახიძემ განმარტა:

"პირველი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან უკრაინაში წასული, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის. მეორე - ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის. ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც იბრძვის ენთუზიაზმისთვის, იდეისთვის, რა თქმა უნდა, ის პატივისცემას იმსახურებს.

ერთი სიტყვით კი არ ვაფასებ, დეტალურად გიფასებთ, მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოღონდ დეტალებში შევდივარ. თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია“, - აცხადებს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვას, "ენთუზიაზმისა და იდეის გარეშე უკრაინაში საბრძოლველად ვინ მიდის“, კობახიძე პასუხობს:

"მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვინმე მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, რომ და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რაც გუშინ გამოვლინდა, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების მოძიება, უკრაინაში ჩაყვანა ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ამიტომ, რაღაც ზღვარი არის გასავლები და ჯობია, ეს ზღვარი თქვენც გაავლოთ. ანუ, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების ომისთვის რეკრუტირება და აქედან კომერციული მოგების მიღება, ეს არის ერთი მხარე. როდესაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე - ენთუზიაზმთან, იდეასთან და ა.შ. ეს არის სხვა რამე. ამიტომ, აქ უნდა გაივლოს ზღვარი“, - აცხადებს კობახიძე.