ავტორი:

აქვეითებს თუ არა მადას საღეჭი რეზინი, წყალი ან ყავა? - რას ამბობს ენდოკრინოლოგი?

აქვეითებს თუ არა მადას საღეჭი რეზინი, წყალი ან ყავა? - რას ამბობს ენდოკრინოლოგი?

ადამიანები, რომლებსაც დიეტის დაცვა უჭირთ, ხშირად ეძებენ მადის დაქვეითების და საკვებზე მოთხოვნილების შემცირების გზებს. რეალურად არსებობს თუ არა კონკრეტული ხერხები, რაც მადის დაქვეითებას იწვევს, ამის გასარკვევად ენოკრინოლოგ მზია ფიცხელაურს დავუკავშირდით.

- მადის დაქვეითება, ქცევასთან ცალსახად დაკავშირებული არ არის. თუმცა, გარკვეული ქცევები ხელს უწყობს იმას, რომ იყოს ნორმალური მადა, არც მომატებული და არც დაქვეითებული. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის არის გარკვეული საკვები, რომელიც კუჭის ფერმენტაციის სტიმულაციას იწვევს, ამის ფონზე მადა მატულობს. ვიღაცას ვაშლი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს. ვიღაცას კეფირი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს. ამ თემასთან მიმართებით, რომ კონკრეტული რომელიმე საკვები მადის დამაქვეითებელი იყოს, ეგეთი რამ არ არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც მადაზე დადებითად და კარგად მოქმედებს, ეს არის ჯერადი, ბალანსირებული კვება, დღის განმავლობაში. არასდროს არ ჩაითვლება ფიზიოლოგიურ ნორმად მთელი დღის განმავლობაში შიმშილი და საღამოს, ერთჯერადად მიღებული საკვები. ან დღის განმავლობაში, არასწორი, მარტივი საკვების მიღება და საღამოს ძირითადი კვების მიღება. თუ იქნება სრულფასოვანი საუზმე, სადილი, ვახშამი - ამ შემთხვევაში ჯერადად მიღებული სწორი ენერგია, მადის დაქვეითებას ან გამძაფრებას აღარ გამოიწვევს.

- საღეჭი რეზინი, წყალი, ყავა - ხშირად ამბობენ, რომ ეს საშუალებები ჭამის მადას უქვეითებთ. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

- ეს მითია. ძალიან ინდივიდუალურია. საღეჭი რეზინი ვიღაცისთვის კუჭ-ნაწლავის ფერმენტაციის სტიმულაციას იწვევს, შესაბამისად, შივდება; ვიღაცასთან ამას არ იწვევს. ეს ინდივიდუალურ ფიზიოლოგიაზეა დამოკიდებული და ზოგადი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ვიღაცას შეიძლება დესერტად სჭირდება ხილი, ვიღაცას საკვებს შორის შუალედში ხილი აშიებს, ვიღაცას - პირიქით, ანაყრებს და უფრო მარტივად მიდის შემდეგ კვებამდე. გააგრძელეთ კითხვა