ავტორი:

ესპანეთის ნაკრები მერვედფინალიდან გავარდნის შემდეგ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს დაემშვიდობა - ვინ უთავკაცებს "ფურია როხას"?

ესპანეთის ნაკრები მერვედფინალიდან გავარდნის შემდეგ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს დაემშვიდობა - ვინ უთავკაცებს "ფურია როხას"?

ესპანეთის ნაკრებს, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა ევროპის ჩემპიონატის მომავალ შესარჩევ ციკლში, ახალი მწვრთნელი ჰყავს.

კატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლა ლუის ენრიკეს პოსტის დატოვებად დაუჯდა. როცა მაროკოსთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ მას თავის მომავალზე ჰკითხეს, უპასუხა - დავბრუნდები შინ, ჩემს ოჯახთან ერთად დავისვენებ და მერე დავილაპარაკებთ ფეხბურთის ფედერაციასთანო...

როგორც ჩანს, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში მის გარეშე ილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ "ფურია როხას" ახალი მწვრთნელი უნდა ჰყოლოდა.

ეს გახლავთ ლუის დე ლა ფუენტე - 61 წლის სპეციალისტი, რომელიც 2013 წლიდან ესპანეთის ასაკობრივ და ოლიმპიურ ნაკრებებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ესპანელი ოლიმპიელები ტოკიოში ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.

დე ლა ფუენტეს დებიუტი შედგება 2023 წლის 25 მარტს, როცა ესპანელები ნორვეგიას უმაპინძლებენ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდი "ფურია როხას" მომავალი წლის 8 სექტემბერს მიიღებს.