ავტორი:

სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებს - პარალელურად დაგეგმილია აქცია

სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებს - პარალელურად დაგეგმილია აქცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.