ავტორი:

HIMARS-ები, 155 მმ-იან ჭურვები, გენერატორები... - აშშ უკრაინას დახმარების ახალ, 275 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს

HIMARS-ები, 155 მმ-იან ჭურვები, გენერატორები... - აშშ უკრაინას დახმარების ახალ, 275 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გასაგზავნად ეხმარება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დახმარების მიზანია გაზარდოს უკრაინის შესაძლებლობები უპილოტო საფრენი აპარატების მოსაგერიებლად და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

პენტაგონის დახმარება ასევე მოიცავს რაკეტებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS), 155 მმ-იან ჭურვებს, Humvee-ს სამხედრო მანქანებსა და გენერატორებს.

დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.