ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე გიული ალასანიას და ექსპრეზიდენტის შვილების ვიდეო ვრცელდება

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე გიული ალასანიას და ექსპრეზიდენტის შვილების ვიდეო ვრცელდება

"მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიმართვა" - ამ სათაურით სააკაშვილის "ფეისბუქ"-გვერდზე გიული ალასანიას და ექსპრეზიდენტის შვილების ვიდეო ვრცელდება. პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ოჯახის წევრები მიმართავენ ხელისუფლებასა და საზოგადოებას, რომ გადაარჩინონ ექსპრეზიდენტის სიცოცხლე.

როგორც ისინი ამბობენ, მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა და საჭიროა დროული გადაწყვეტილების მიღება. ვიდეოში ჩანს პატარა ალისა სააკაშვილიც.

ცნობისთვის, საქართველოს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ნახეთ ვიდეო, რომელიც ექსპრეზიდენტის გვერდზე გავრცელდა:

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილების ვიდეომიმართვები ახალი ჩაწერილი არ არის და რამდენიმე დღის წინ კონკრეტულ გადაცემებში გასული ეთერებიდან ამოღებული ფრაგმენტებია.