ავტორი:

რომის პაპმა უკრაინელების ტანჯვაზე საუბრისას იტირა (ვიდეო)

რომის პაპმა უკრაინელების ტანჯვაზე საუბრისას იტირა (ვიდეო)

რომის პაპმა, ფრანცისკემ რომის ცენტრში ტრადიციული ლოცვის დროს უკრაინელების ტანჯვაზე საუბრისას იტირა.

"უმანკოო ქალწულო, მინდა, გთხოვოთ მშვიდობა უკრაინელი ხალხისთვის,” - აღნიშნა პაპმა, რომელმაც ამ სიტყვების შემდეგ, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

შეკრებილი ადამიანები, მათ შორის რომის მერი, რობერტო გუალტიერი პაპის რეაქციას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.