ავტორი:

"განადგურებულია ოკუპანტების საცავები და სამხედრო ტექნიკა" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე: უკრაინის გენშტაბის უახლესი ინფორმაცია

"განადგურებულია ოკუპანტების საცავები და სამხედრო ტექნიკა" - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე: უკრაინის გენშტაბის უახლესი ინფორმაცია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქებში, ბერდიანსკში, ტოკმაკში, მელიტოპოლში, ენერგოდარში, დნეპროუდნში, პოლოგისა და ვასილევკაში მოწინააღმდეგის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს, რის შედეგადაც რუსებმა 240 ადამიანი დაკარგეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, განადგურებულია საბრძოლო მასალის 3 საცავი და 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა.

"ტოკმაკის ტუბერკულოზის დისპანსერის" ბაზაზე განთავსებული ჰოსპიტალი სავსეა რუსული საოკუპაციო ძალების დაჭრილი სამხედროებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას და დონეცკის ოლქის კლეშჩეევკასა და მარინკას ტერიტორიებზე მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევის მცდელობას ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.