ავტორი:

ბლოგი: როგორი იქნებოდა ცხოვრება, სუნი რომ არ არსებობდეს

ბლოგი: როგორი იქნებოდა ცხოვრება, სუნი რომ არ არსებობდეს

ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა რეალობა, რომ არ არსებობდეს სურნელი? რომ არ გვქონდეს ყნოსვის შეგრძნება და ვერ ვგრძნობდეთ სუნს. – ალბათ ძალიან მოსაწყენი, უფერული და რაც მთავარია – საშიში!

წარმოგიდგენიათ დილა არომატული ყავის გარეშე? განსაკუთრებით, ცივ ამინდებში, დილით საწოლიდან ადგომის ერთ-ერთმა უდიდესმა სტიმულმა, ყავამ, რომ დაკარგოს თავისი ფუნქცია?

ადამიანები გემოს ხომ ყნოსვით შევიგრძნობთ? – ენით ვაგემოვნებთ მხოლოდ ტკბილს, მარილიანს, მწარეს, მჟავეს და უმამის გემოებს. უფრო რთული გემოს კომბინაციების აღქმა, როგორიცაა, მაგალითად, შემწვარი სტეიკი, გრეიპფრუტი, დამოკიდებულია სუნზე. თუ არ არის სუნი, გემოს აღქმა ჩვენთვის აბსოლუტურად დაკარგულია.

სავარაუდოდ, ადამიანებს დაეკარგებოდათ მადა და მხოლოდ საჭიროების გამო შეჭამდნენ საჭმელს. თავის მხრივ, საკვებიც დაკარგავდა აქტუალობას და მრავალფეროვნებას, რადგან მადის დაკარგვასთან ერთად, შემცირდებოდა მათზე მოთხოვნაც. რა საჭიროა რთული კერძის მომზადებაზე წვალება, თუ მის გემოს მაინც ვერ შეიგრძნობ? საჭმელი ასეთ რეალობაში იქნებოდა ერთფეროვანი, მარტივი და საჭირო ვიტამინებისა და პროტეინების მიხედვით შედგენილი.

საკვები ობიექტების რიცხვი მნიშვნელოვნად დაიკლებდა. მას ჩაანაცვლებდა ისეთი გასართობი ობიექტები, სადაც საჭირო არ იქნებოდა ერთი მაგიდის გარშემო ადამიანების შეკრება დროის გასატარებლად. მაგალითად, ვირტუალური თამაშები, ისე თამაშები, კინოთეატრები და სხვ.

მადისაღმძვრელი ფუნთუშების სურნელი, თავბრუდამხვევი სუნამოები, პარფიუმერიის საშუალებები მხოლოდ მოგონებებში, წიგნებსა და ფილმებში შემორჩებოდა. სამაგიეროდ, გაიზრდებოდა მოთხოვნა გაფუჭებული პროდუქტების ამომცნობ სპეციალურ ხელსაწყოებზე და მოწამვლის პროფილაქტიკურ და სამკურნალო საშუალებებზე, რადგან გაფუჭებული საჭმლის ან სასმელის ამოცნობა სუნის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ვერ მივხვდებოდით, გაფუჭდა თუ არა რძე, რომლის დალევასაც ვაპირებთ; დაიწვა თუ არა ცხიმი ტაფაზე, ჟონავს თუ არა გაზი და ა.შ.

ჩვენ საკმარისად მაღლა არ ვაყენებთ ყნოსვას გრძნობების რეიტინგში და ეს იმიტომ, რომ კარგად ვერ ვაცნობიერებთ, რა როლს ასრულებს ის ჩვენს ცხოვრებაში, მანამ, სანამ არ დავკარგავთ მას. იცოდით, რომ ადამიანს დაახლოებით ტრილიონზე მეტი სუნის შეგრძნება შეუძლია?

სუნი ზეგავლენას ახდენს ადამიანების ქცევაზეც. ჩვენ ხშირად გაუცნობიერებლად ვგრძნობთ ადამიანის სხეულის სუნს, რომელიც სტრესის შედეგად გამოიყოფა. გამოდის, რომ ადამიანები სუნის გარეშე უამრავ დელიკატურ სოციალურ ნიშანს ვუშვებთ ხელიდან. სურნელი გავლენას ახდენს ჩვენს სოციალურ ქცევაზე, ემოციურ მდგომარეობაზე. თუ ჩვენ მოგვწონს ამა თუ იმ ადამიანის სუნი, მაშინ ის უფრო ლამაზი და მიმზიდველი გვეჩვენება, ვიდრე, შესაძლოა, სინამდვილეშია. სუნიც დიდ როლს თამაშობს პარტნიორის არჩევაში. ადამიანის განწყობის 40% გამოწვეულია სურნელით. სურნელის ემოციური აღქმა 75%-ით აღემატება აუდიო და ვიზუალურ აღქმას.

სუნის გაქრობასთან ერთად, დავკარგავდით რომანტიკის და ბედნიერების განცდასაც. არ აღგვაფრთოვანებდა ვარდებისა და არომატული სანთლების სურნელი, არც ნაწვიმარი მიწის სუნი მოგვგვრიდა ბედნიერებას და ვერც მანდარინები შეგვიქმნიდნენ საახალწლო განწყობას. ვერ შევიგრძნობდით შვილის სუნს, რომელიც დაუვიწყარი და განუმეორებელია.

დაგვავიწყდებოდა მნიშვნელოვანი მოგონებები, რადგან სწორედ სურნელია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივატორი წარსულის მოგონებების გასაცოცხლებლად. ადამიანის ტვინს შეუძლია აღადგინოს გამოსახულების 25% და სურნელის 85%.

სურნელი განუყოფელი ნაწილია ჩვენს ცხოვრებაში. სურნელით შესაძლებელია ბიზნესიც კი წარმატებულად აქციო. სურნელს აქვს მომხმარებლის ქცევაზე ზემოქმედების უნარი და იგი ღრმად აღწევს ტვინის აღქმისა და მოგონებების არეალში. როდესაც სუნი შერეულია სხვა მარკეტინგულ არხებთან, ბრენდის გამოცდილება ძლიერდება და მომხმარებელთან ხდება ხანგრძლივი კავშირის დამყარება.

იცოდით, რომ როდესაც თქვენს საყვარელ საკონდიტროში შედიხართ და თავბრუს გახვევთ ახლად გამომცხვარი ორცხობილების მადისაღმძვრელი სუნი, ის ხშირ შემთხვევაში სულაც არ გამოდის სამზარეულოდან. მას სპეციალური აპარატი აფრქვევს. ასეთ სურნელს იყენებენ ტანსაცმლის ცნობილი ბრენდების მაღაზიები, ავეჯის სახლები, სპა-სალონები და სასტუმროებიც კი. სასტუმროს ნომერში შესვლისთანავე რომ სასიამოვნო, სისუფთავის სურნელს შეიგრძნობთ, ესეც მარკეტინგული სვლაა.

სურნელით შეგიძლია შექმნა მყუდრო და სასიამოვნო განწყობა სახლში. ამისთვის არსებობს სპეციალური პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა სურნელს აყენებს, ნებისმიერ გარემოში. არომაკოს სურნელის ყოველდღიურობაში დამატება ცვლის ადამიანების დამოკიდებულებას თავად ცხოვრების მიმართ. სასიამოვნო სურნელს შეუძლია ცუდი ხასიათის გამოსწორებაც, რაც ოჯახის წევრებს შორის მშვიდი და კომფორტული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. წაიკითხეთ ვრცლად