ავტორი:

"მომავალ კვირას ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საჭიროებაზეც იქნება" - სამადაშვილი

"მომავალ კვირას ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საჭიროებაზეც იქნება" - სამადაშვილი

ადამიანი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის და სასამართლო ტექნიკური მიზეზის გამო გადაიდო. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, რომ ხელისუფლება ჩიხშია შესული. მათ კარგად ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა მნიშვნელოვანია და შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს ქვეყანაში მისი შესაძლო დაღუპვა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ხელისუფლებას საბოლოოდ, მაინც მოუწევს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.

„ადამიანი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის და სასამართლო ტექნიკური მიზეზის გამო გადაიდო. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, რომ ხელისუფლება ჩიხშია შესული. მათ კარგად ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა მნიშვნელოვანია და შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს ქვეყანაში მისი შესაძლო დაღუპვა. ამავე დროს, ივანიშვილს ძალიან ეშინია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ იქნება მოწონებული პუტინის და მოსკოვის მხრიდან. საბოლოოდ, მაინც მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.

მომავალ კვირას, ევროპარლამენტი მიიღებს შესაბამის რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საჭიროებაზეც. რაც უფრო ბევრ დროს კარგავს ხელისუფლება, მით უფრო ამძიმებს ამ საქმეს. პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება“, - აღნიშნავს სამადაშვილი.