ავტორი:

სამხრეთ კორეის მოქალაქეები ერთი, ან ორი წლით "გაახალგაზრდავდებიან" - ქვეყანაში ასაკის დათვლის უჩვეულო მეთოდს ცვლიან

სამხრეთ კორეის მოქალაქეები ერთი, ან ორი წლით "გაახალგაზრდავდებიან" - ქვეყანაში ასაკის დათვლის უჩვეულო მეთოდს ცვლიან

სამხრეთ კორეაში ადამიანის ასაკის დათვლის ტრადიციული მეთოდის გაუქმება და საერთაშორისო სტანდარტის შემოღება გადაწყვიტეს. ეს ცვლილება შეეხება ყველა ადამიანს და შედეგად, ოფიციალურ დოკუმენტებში მათი ასაკი ერთი, ან ორი წლით შემცირდება.

  • ცნობისთვის, სამხრეთ კორეელები ასაკს საკმაოდ უჩვეულო მეთოდით ითვლიან. მიიჩნევა, რომ დაბადების მომენტში ჩვილი უკვე ერთი წლისაა, ხოლო კიდევ ერთი წელი მას პირველ იანვარს ემატება.

ამ ძალიან უცნაური წესის თანახმად, ითვლება, რომ 31 დეკემბერს დაბადებული ბავშვი, პირველ იანვარს უკვე ორი წლისაა.

ყოველივე წესით ივნისში უნდა დასრულდეს - ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ასაკის ათვლის შესახებ ცვლილებები კანონში 2023 წლის ივნისიდან შევა.

29 წლის სამხრეთ კორეელი ჯონგ და-ეუნი ამბობს, რომ ამ ცვლილებას მიესალმება. "ვის არ გაუხარდება ასაკის ერთი, ან ორი წლით შემცირება?!", - ამბობს ის.

გაურკვეველია თუ რატომ გაჩნდა ასაკის გამოთვლის ასეთი სისტემა სამხრეთ კორეაში. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, დაბადებისას ითვალისწინებენ მუცლად ყოფნის პერიოდს - ცხრა თვეს, თუმცა ამ პერიოდს საბოლოო ჯამში, ერთ წელიწადთან აიგივებენ.

1-ელ იანვარს დამატებული ერთი წლის ახსნა უფრო რთულია. ზოგიერთი ექსპერტი მიუთითებს თეორიაზე, რომლის მიხედვითაც მაშინ, როცა ჩვეულებრივი კალენდარი არ არსებობდა, ძველი კორეელები უგულებელყოფდნენ დაბადების დღეს და მთვარის კალენდრის პირველი დღე იყო ათვლის სათავე და სწორედ ამ დღეს უმატებდნენ ადამიანის ასაკს ერთ წელიწადს.

The Guardian