ავტორი:

საახალწლოდ გაჩახჩახებული თბილისი - რა ფოტოებს აქვეყნებს კახა კალაძე

საახალწლოდ გაჩახჩახებული თბილისი - რა ფოტოებს აქვეყნებს კახა კალაძე

დღეს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ასევე დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო. მან თბილისელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მოსახლეობას მშვიდობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

"სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს. ჩვენც ტრადიციულად სწორედ სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს. მოდით, ერთად ჩავიფიქროთ ყველა ეს სურვილი და ავანთოთ დედაქალაქის ნაძვის ხე, როგორც სიმბოლო ახალი სიცოცხლის და ბედნიერი მომავლის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა- ახალ წელს. უკლებლივ ყველას პირველ რიგში მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყოველივე საუკეთესო, თქვენ ოჯახებთან შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მის "ფეიბუქგვერდზე" საახალწლოდ მორთული დედაქალაქის ფოტოები გამოაქვეყნა.

ამასთან, დღესვე დედაქალაქის სხვადასხვა უბნები საახალწლო ილუმინაციებით განათდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანს, ათონელის ქუჩას და 9 აპრილის ბაღს მოიცავს. აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლი. "საახალწლო სოფელში“ ყოველდღიური გასართობი ღონისძიებები 13 იანვრამდე გასტანს.