ავტორი:

ინდოეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინთან ყოველწლიურ შეხვედრაზე უარი თქვა

ინდოეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინთან ყოველწლიურ შეხვედრაზე უარი თქვა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ყოველწლიურ სამიტზე უარი თქვა რუსეთის ბირთვული მუქარების გამო, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მოგვიანებით, სამიტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.

აღინიშნება, რომ 2000 წლიდან ეს მეორე ასეთი შემთხვევაა. სამიტი, როგორც წესი, ყოველ დეკემბერს ტარდებოდა ხოლმე. აქამდე იგი მხოლოდ ერთხელ გაუქმდა - 2020 წელს პანდემიის დროს.

ამავდროულად, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Bloomberg-ს უთხრა, რომ ინდოეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მყარი რჩება, უბრალოდ პრემიერ-მინისტრ მოდისთვის ამის გამჟღავნება ამ მომენტისთვის არახელსაყრელია.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ უზბეკეთში გამართულ რეგიონულ სამიტზე მოდიმ პუტინს მოუწოდა, უკრაინაში მშვიდობა ეძიოს.