ავტორი:

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ხოფერიას პატივი ახლობლებმა, ნათესავებმა, სამხედროებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს.

ჯამბულატ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გაემგზავრა. ის საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და 1-ელ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მებრძოლის ცხედარი სოფელ გვიმბალაურში, საკუთარ სახლში 8 დეკემბერს გადაასვენეს. იქამდე, მისი პანაშვიდი კიევში, წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გაიმართა.

ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 ქართველი მებრძოლი შეეწირა.