ავტორი:

"ყოველ ჯერზე, როცა პუტინთან ვსაუბრობ, ის მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობა სურს" - შოლცი თვლის, რომ თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდაა საჭირო

"ყოველ ჯერზე, როცა პუტინთან ვსაუბრობ, ის მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობა სურს" - შოლცი თვლის, რომ თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდაა საჭირო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, ის ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინს თავის იმპერიალისტურ გეგმებზე უარის თქმა შეუძლია, ამიტომ საჭიროდ თვლის თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდას, - ამის შესახებ მან პოტსდამში მოქალაქეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ყოველ ჯერზე, როდესაც პუტინთან ვსაუბრობ, ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობა სურს… მას უბრალოდ ძალით სურს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დაპყრობა“, - თქვა შოლცმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან.

კანცლერის თქმით, ის საჭიროდ თვლის ასეთ სატელეფონო საუბრებს, ვინაიდან მათ შეუძლიათ აჩვენონ არის თუ არა კრემლში რამე ცვლილებები უკრაინაში ომთან დაკავშირებით. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ომში რუსეთის დანაკარგები შესაძლოა ძალიან დიდი იყოს.

"ზუსტად არ ვიცით რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მაგრამ ეს შეიძლება 100 ათასიც იყოს“, - თქვა კანცლერმა.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ წარსულში რუსეთს ხელმძღვანელობამ უკვე აჩვენა თავისი სამხედროების სისასტიკე. მაგალითად მან სირია და ჩეჩნეთი მოიყვანა, სადაც მთელი ქალაქები „იქნა წაშლილი“.