ავტორი:

"პატიმარი როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი მოკრძალებული, თავის ფიქრებში უსამართლოდ გამომწყვდეული ვაჟკაცი იშვიათია" - რას წერს ეკა ხერხეულიძე გვარამიაზე

"პატიმარი როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი მოკრძალებული, თავის ფიქრებში უსამართლოდ გამომწყვდეული ვაჟკაცი იშვიათია" - რას წერს ეკა ხერხეულიძე გვარამიაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ წერს.

"პატიმარი როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი მოკრძალებული, თავის ფიქრებში უსამართლოდ გამომწყვდეული ვაჟკაცი იშვიათია. განათლება დიდბუნებოვნად ზრდის მორალს და როგორი მძიმე განსაცდელიც არ უნდა შეხვდეს ასეთს, ბედს არ უჯანყდება.ფილოსოფიური გაგება აქვს ყველა გამოწვევას და დაუძლეველ დილემასაც ღიმილით ხვდება. თითქოს უნდა ყვიროდეს - მე აქ რა მინდა, თქვე უღმერთოებო, ან რა გასვენებთ ამხელა უსამართლობის შემყურეებს, მაგრამ რიგითობა ამ ვითარებაშიც არ შეშლია. ამდენი ნაძირალა თავისუფლებით ტკბება და სხვების თავისუფლებისთვის მეოცნებე ბიჭი, ჩუმად იხდის უკანონო სასჯელს." - წერს "ფეისბუქში" ხერხეულიძე.