ავტორი:

"მიშამ გადაწყვეტილება მიიღო, განა იმიტომ რომ თქვენ მოატყუეთ, არამედ თვითონ უნდოდა ასე" - სააკაშვილის ბიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის მოტყუებას საკუთარი გარემოცვის წევრები ცდილობდნენ

"მიშამ გადაწყვეტილება მიიღო, განა იმიტომ რომ თქვენ მოატყუეთ, არამედ თვითონ უნდოდა ასე" - სააკაშვილის ბიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის მოტყუებას საკუთარი გარემოცვის წევრები ცდილობდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს საკუთარი გარემოცვის წევრებმა უღალატეს და მის მოტყუებას ცდილობდნენ. "ტვ პირველთან" ინტერვიუში ალასანიმ გაიხსენა სააკაშვილთან საუბარი მის საქართველოში გამომგზავრებამდე, როგორ სთხოვდა ის დისშვილს სამშობლოში არ დაბრუნებულიყო.

"მიშას ვეუბნებოდი, არ წახვიდე მეთქი, მაგრამ ჩემი არგუმენტები არ აღმოჩნდა საკმარისი. მისი გადაწყვეტილება ეთიკური და მორალური იყო. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი პატრიოტული გრძნობა. ავადმყოფურ მდგომარეობამდე მიუსლი ნოსტალგია, ქვეყნისადმი და ხალხისადმი. იცოდა, რომ ქვეყანა იღუპებოდა და გამოფხიზლება უნდოდა. " - განაცხადა ალასანიამ.

"ვერავინ მოატყუეთ, თქვენი ტყუილები დარჩა თქვენთან. მიშამ გადაწყვეტილება მიიღო, განა იმიტომ რომ თქვენ მოატყუეთ, არამედ თვითონ უნდოდა ასე. დროებითი თანამგზავრების საკითხი ცალკე მოვლენაა, ფენომენია, რომელიც შესწავლას საჭიროებს და ალბათ უნდა შევისწავლოთ. კი შესასწავლია - ესენი არიან ბევრნი, ეს არ არის ერთი, ორი და სამი კაცი. რამდენიმე თაობის წარმომადგენლები არიან - ისინი, ვინც მასთან ერთად დაიწყო, ვინც შემდგომში იბრძოდა მასთან ერთად, 2016-20 წლებში და ისინი, ვინც ახლა დარჩა, აი ახლა, როცა სიტუაცია გამოიცვალა და ის არის მსჯავრდებული"- განაცხადა ალასანიამ.