ავტორი:

აფეთქებები მელიტოპოლში, დონეცკსა და ყირიმში - მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა

აფეთქებები მელიტოპოლში, დონეცკსა და ყირიმში - მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა

აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში, დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკასა და ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის, რუსეთის სამხედრო ყაზარმებში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინამ მელიტოპოლზე შაბათს სარაკეტო იერიში მიიტანა. ამასთან, ვრცელდება ცნობები რუსულ სახელმწიფო მედიაში, რომ კვირა დილით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაზე იერიში 20 რაკეტით განხორციელდა.

CNN-ის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის სამხედრო ყაზარმებში, მომხდარი მრავალი აფეთქების შესახებ.

რუსეთის მიერ მელიტოპოლში დანიშნული ე.წ. ოფიციალური პირების თქმით, ქალაქს ოთხი რაკეტა მოხვდა, დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი.

როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინელი ოფიციალური პირები ყირიმსა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი აფეთქებების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.