საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ სისუსტე და ტემპერატურა აღენიშნება.
როგორც მან კლინიკა "ვივამედში“ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ასევე სრული უმადობა აქვს.
"ისევ იგივე მდგომარეობაა. როგორც წესი, დაბალი სიცხით იწყება ხოლმე დილა. სისუსტე აქვს, სრული უმადობა. ჭამა არ უნდა, თავს ძალას ატანს. სასამართლო არის და იმედი მაქვს, რომ პროცესი გაიმართება, ამას ველოდები“, - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.