ავტორი:

რუსეთის ქალაქ ტვერში ნაძვის ხეს "რუსეთის მტრების"  ფიგურები დაამაგრეს (ფოტოები)

რუსეთის ქალაქ ტვერში ნაძვის ხეს "რუსეთის მტრების"  ფიგურები დაამაგრეს (ფოტოები)

რუსეთში, ქალაქ ტვერში, ადმინისტრაციული შენობის მახლობლად მორთეს ნაძვის ხე, სადაც "პატრიოტმა“ მოსახლეობამ ქაღალდის ფიგურები დაამაგრა.

საინტერესო ისაა, რომ ამ ფიგურებზე გამოსახულები არიან “რუსეთის მტრები". მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ასევე ალა პუგაჩოვა, მაქსიმ გალკინი, ლაიმა ვაიკულე - ხელოვანები, რომლებიც პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ არიან.

თითოეულ ფიგურაზე კი არის წარწერა - "რამე მომახიე.“

წყარო: ekhokavkaza.com