"სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე ორი არჩევანია - ან ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად, ან პროვინციალიზებული საქართველო.
"საქართველოსთვის მთავარი ამოცანა არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ, ორი იდეა ებრძვის დღეს საქართველოში ერთმანეთს - ეს არის ძლიერი, ამბიციური საქართველოს იდეა ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად და პროვინციალიზებული საქართველო, რომელიც პირისპირ არის დარჩენილი რუსეთთან, არ ვითარდება და ხალხი გარბის. ჩვენ გგვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის და ნატო-ს ღირსეული წევრი, ჩვენი ემიგრანტები დაბრუნდნენ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ეს ყველაფერი არის ძალიან ახლოს“, - განაცხადა ვაშაძემ.